“აკუსტიკის” ახალი გადაცემა მორის ფოცხიშვილის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს დაეთმო. ერთ-ერთი მუსიკალური ნომერი ნატო მეტონიძემ და გიორგი მახარაშვილმა შემოგვთავაზეს. ალექსანდრე ბასილაიას “ეს ზამთარიც გაილევა” ახლებური ვერსიით წარმოადგინეს.
ახალი ვერსიის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს ლუკა თოფურიამ, სანდრო კვაჭაძემ, ლევან კემულარიამ და სოსო ცაგარეიშვილმა.