LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნატო-ს ხომალდებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

288
92468894-2502679156500735-1460795454852694016-o

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატო-ს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხუთი ხომალდი: ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი) და TCG SALIHREIS (თურქეთი).

 

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

„შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არ ჩატარებულა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების ურთიერთქმედებას“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/243896269991633/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g