დევიდ ბექჰემის ყოფილმა „საყვარელმა“, რებეკა ლოსმა ვიქტორია ბექჰემის მიმართ მკაცრი კრიტიკა გამოთქვა ახალ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბექჰემების ოჯახის გახმაურებულ კონფლიქტს ეძღვნება.
მისი თქმით, ბრუკლინ ბექჰემის ბოლო განცხადება არის „დასტური იმისა, რაც მან ჯერ კიდევ 22 წლის წინ თქვა“.
90-წუთიან დოკუმენტურ ფილმში, რებეკა ასევე ეხმაურება ბრუკლინის განცხადებას მისი ქორწილის შესახებ.
„ნებისმიერი სხვა დედა სიტუაციას სწორად შეაფასებდა და ასეთ ვითარებაში ცეკვაზე უარს იტყოდა. ეს სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ უყურადღებობაზე მიუთითებს. ნებისმიერი დედა იტყოდა, მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ყველაზე ლამაზი ქალი აქ პატარძალი ნიკოლაა და მას დაუთმობდა ცეკვას“, – ამბობს ლუსი და ამატებს, რომ თუნდაც ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო, ასეთ დროს მამას შეეძლო ჩარევა და სიტუაციის განმუხტვა.
ცნობისთვის, ბრუკლინის მწვავე განცხადების გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში, ლუსმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა:
„ძალიან მიხარია, რომ მან ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი დაიცვა და საჯაროდ დაიწყო საუბარი. ძალიან მეცოდებოდა მისი უბედური ცოლი, კარგად ვიცი, რაზეც არიან ისინი წამსვლელები. სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე ამოდის“, – დაწერა ლუსმა.

