ნიაზ დიასამიძემ „არტ-გენზე“, როგორც ყოველთვის, საკუთარი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები შეკრიბა და თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შეასრულა მათთვის.
„არტ-გენის“ გვერდზე კონცერტიდან ამონარიდები გაგვიზიარეს, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს დარბაზი ნიაზთან ერთად მის ამა თუ იმ ჰიტს.
„ბეჩა ყირამალა“, „ნამი ველს“, „სიყვარული თუ გაქრება“ და სხვა, მსმენელისთვის წლების განმავლობაში საყვარელი სიმღერები აქტუალობას არ კარგავს. მაყურებელმა ყველა კომპოზიციის სიტყვები ზეპირად იცის და არტისტთან ერთად სიამოვნებით მღერის.
„არტ-გენზე“ ნიაზ დიასამიძისა და „33 ა“-ს კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.