LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე“ – ნიაზ დიასამიძისა და მაია გელოვანის სიყვარულის ისტორია

698
მაია გელოვანი ნიაზ დიასამიძე

მსახიობი მაია გელოვანი „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.

მსახიობმა მისი და ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.

„ნიაზი ნიკო გომელაურთან გავიცანი. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად. ნიაზის წარმატებული კარიერა უკვე დაწყებული იყო. მანამდე შორიდან ვიცნობდი. თავიდან არც მოწონება მქონდა და არც არ მოწონება. მერე თავისთავად მოხდა ყველაფერი. რამდენიმე ადგილას გადავიკვეთეთ.

სიყვარულზე საუბარი მიჭირს, ვერ ვლაპარაკობ.. რთულია გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.

მე და ნიაზი უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული სხვადასხვა ეტაპზე გადადის და უფრო იზრდება. მართლა დიდი ბედნიერებაა, ასე ძალიან რომ შეგიყვარდება ადამიანი..

მე და ნიაზი ცხრა მაისს დავქორწინდით, 21 დეკემბერს – სტალინის დაბადების დღეს, გაჩნდა თეიმურაზ დიასამიძე და 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეს, დაიბადა ანდრია დიასამიძე. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა…

ნიაზი როდესაც ახალ ალბომს უშვებს, ყოველთვის სხვა მის ძალიან ახლო მეგობრებს შორის მეც ვარ ხოლმე, ვინ პირველად ვუსმენ. ამ ყველაფერს შვილებიც შემოუერთდნენ. მათ ძალიან უყვართ ამ პროცესში ჩართულობა“, – ამბობა მაია გელოვანი.

კითხვაზე ნიაზიც ეუბნებოდა თუ არა აზრს მის როლებზე, მაია პასუხობს:

„ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემ სპექტაკლზე, იმიტომ რომ ძალიან ღელავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g