LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნიჭის ზეიმია! ეს რა სასწაული შესრულება იყო, შენმა ნამღერმა საუცხოო სამყაროში მამოგზაურა“ – მარიამ მუზაშვილის შესრულება და აღფრთოვანებული აუდიტორია

865
მარიამ მუზაშვილი

უკვე მე-8 სეზონია, საბავშვო მუსიკალური პროექტი „რანინა“ მსმენელს ახალ ტალანტებს აცნობს.

პროექტის გასულ ეპიზოდში, რომელიც ქართულ ფოლკლორს მიეძღვნა, კონკურსანტებმა ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად მსმენელისთვის საყვარელი კომპოზიციები შეასრულეს.

„შავნაბადასთან“ და ანსამბლის წევრთან, ონისე კახნიაშვილთან ერთად იმღერა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ – მარიამ მუზაშვილმა. მათ ავთო შარვაძის „იები“ შეასრულეს.

მარიამმა უამრავი საქებარი სიტყვა დაიმსახურა როგორც ჟიურის წევრების, ასევე აუდიტორიის მხრიდანაც.

„ეს არის ქართული გენი, გაიხარე, არაჩვეულებრივია“. „შენმა ნამღერმა საუცხოო სამყაროში მამოგზაურა. უსიტყვოდ. საოცარი შემსრულებელი ხარ“, „ისე მღერის, ჟრუანტელი დაგივლის“, „ჩამატკბობელი, კიდევ რამდენ ძალას და მრავალმხრივ სილამაზეს მალავს ეს ბავშვი“. „ნიჭის ზეიმია! საოცარი ბავშვები“. „მარიამ, საოცარი ხარ! ხმის სიღრმემ ეს სიმღერა თავიდან აღმომაჩენინა. ბრავო!“ „ღმერთო, ეს რა სასწაული შესრულება იყო, დავტკბი. „მეტირება, ეს რა თაობა მოდის, საოცარი ბავშვები“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: „დამუნჯება შეიძლება… ბრავო ბავშვებო, სასწაული შესრულებაა“ – ანიტა აბგარიანი, მათე მარტიაშვილი & „შავნაბადა“ სიმღერას, „აქედანა და შენამდე“ ბრწყინვალედ ასრულებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g