ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ნოესთან“ ნიკუშა შენგელაია სტუმრობს, რომელიც საკუთარ ცნობილ ოჯახსა და დედაზე საუბრობს.
ნიკუშა შენგელაია:
„ვცდილობ, რომ სამყაროს შევერწყა ისე, რომ მივუახლოვდე პასუხს, სად არის სამყაროში ჩემი ადგილი. ფიქრში დიდ დროს ვატარებ… ათასი შეცდომა დამიშვია, ათასი სისულელე გამიკეთებია, არ დამიჯერებია, ამას ვნანობ. პატრიარქმა მითხრა, გაუშვი სოფიკოს სულიო. რაც წავიდა, ურთიერთობა უფრო ხშირი მაქვს, ვიდრე რომ იყო, მაშინ…“
