სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსის” დამფუძნებელი, “ჯეოჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მოადგილე, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომაა მნიშვნელოვანი შინ დარჩენა და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადამიანებს სახლში ვერ გააკავებს, თუ მათ თავად არ გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა.
“ძალიან ბევრჯერ შემხვდა მოსაზრებები, რომ უფრო ძლიერი ზომებია საჭირო, უნდა გაგვაკავონ, დაგვიწესონ მილიონიანი ჯარიმები და არ გამოგვიშვან სახლიდან. მეტი როგორ უნდა გაგაგებინონ. ის კი არა, რომ ვერ გადავიტანთ, გადაუტანელი ამ ვირუსს არაფერი სჭირს, სახადივითაა და ყველას მოგვიწევს მოხდა, მაგრამ შე დალოცვილო, როცა შეგიძლია, არ დაავადდე და სხვას არ გადასდო, მაგალითად, მოხუცს, ქრონიკული დაავადების მქონეს… მეტი რა გააკეთოს სახელმწიფომ? საგანგებო გამოაცხადა, კრანტინშია ერთი რეგიონი. თქვენ გგონიათ, რომ რომელიმე სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ სახლში გაგაკავოთ?
იმიტომ მოგიწოდებენ სახლში დარჩენას, რომ ექიმები დავიცვათ. ჩათვალეთ, რომ ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა! დღეს მარნეულში 30 ექიმი კარანტინში რომ გვყავს გამოკეტილი, პაციენტებს ვეღარ მიიღებენ, რადგან თავად არიან რისკის მატარებელნი. იმიტომ უნდა დარჩეთ სახლში, რომ ექიმებს მივცეთ საშუალება, ციცილიზებულად იმუშაონ, რომ მძიმე პაციენტები გადაარჩინონ.
თუ სახლში ვერ რჩებით, მაშინ პრეტენზიები, რომ დაგაკავონ და გაგაკავონ, ნურავისთან გექნებათ”.