ნინი ბადურაშვილმა ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა და მასზე თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში გადაღებულ კლიპსაც მალე წარუდგენს საზოგადოებას. ვიდეორგოლი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან Sipan Babur Production & Artist Management გადაიღო. კლიპის ანონსი სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა. კლიპის პრემიერა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.