უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას მთელი მსოფლიოდან შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი უცხადებს, მათ შორის გამონაკლისი არ არის ნინი შერმადინი.
მომღერალმა არაერთი მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავდა, რომ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, მზაობა გამოთქვა ბავშვები ეშვილებინა.
ამჯერად, ამერიკაში მყოფმა მომღერალმა უკრაინის მხარდასაჭერად გამართული ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრებს აღნიშნული ღონისძიებიდან მისი გამოვლის მცირე ფრაგმენტი შესთავაზა.
“დიდება საქართველოს! Slava Ukraini დიდება გმირებს!
დიდი მადლობა დიანა ბაგრატიონს და ნიუ იორკის მერიას დღევანდელი საღამოსთვის”, – წერს ნინი შერმადინი.