ნინო ჩხეიძემ წინასაახალწლო საღამოების ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გამართა.
ამჯერად ის ესტუმრა ახალციხეს, კერძოდ, ვალეს, სადაც მას არაჩვეულებრივი დახვედრა მოუწყვეს.
ნინო განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მოზარდებს შორის და მისი ერთ-ერთი შესრულებისას თაყვანისმცემლებმა გვერდი სცენაზეც დაუმშვენეს.
მომღერალმა კონცერტიდან ამონარიდები გამოაქვეყნა და ასეთი დახვედრისა და სიყვარულისთვის მსმენელს დიდი მადლობა გადაუხადა.
„როგორი მდიდარი ხარ, მსმენელს შენი ამხელა სიყვარული აქვს“, წერენ კომენტარებში.