კოსმეტოლოგ-ესთეტისტი, საქართველოს კანის მოვლის ექსპერტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი ნინო ხაინდრავა „კოტკასტის“ სტუმარია და პასუხობს ლევან მათითაშვილის კითხვას კანის მოვლასთან დაკავშირებით, იმ ბუმზე, რომელიც კანის ნემსით მკურნალობას უკავშირდება:
„გაგიკვირდებათ და არასდროს ვნიშნავ მეზოთერაპიას, ეს ნიშნავს ვიტამინური კოქტეილების შეყვანას კანში. 30 წლამდე შეიძლება რაღაცაში დაგეხმაროთ, მაგრამ ვერ ვხედავ აუცილებლობას, კანში ნემსით შევიყვანოთ ვიტამინების კოქტეილი, თუ ასეთი დეფიციტი გაქვთ, პერორალურად მიიღებთ. ამის შედეგი მე არ მინახავს არც პიგმენტაციაზე, ამ შემთხვევაში უნდა იმუშაო ზედაპირზე.
რომელია მავნე ჩვევა, რომელიც ადამიანის სახის კანზე ყველაზე მეტად აისახება, მაგალითად, საკვები, ალკოჰოლი?
მოდით, კვებიდან დავიწყოთ – კვება პირდაპირ აზიანებს და გვიქმნის ძალიან დიდ პრობლემებს, როცა ჩვენს კანს აქვს რაღაც პრობლემა, მაგალითად, როზაცეისკენ მიდრეკილი კანი, ან აკნე. კვება ამ შემთხვევაში არ არის გამომწვევი, მაგრამ არის ტრიგერი. კანის ზოგად მდგომარეობას რაც შეეხება, ნაადრევი დაბერების პრევენცია ცხოვრების წესს უკავშირდება – უძილობა, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი თუ დიდი რაოდენობით არ მოიხმარეთ, კანს არ აზიანებს. ძილი, კვება და სტრესის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ეს როგორ ვთქვა. ადრე არ იყო ეს კლასიფიკაცია, მაგრამ ახლა შემოვიდა ასეთი ტერმინი, რომელსაც ჰქვია სტრესული სახე. სტრესი იმდენად მოქმედებს კანის ხარისხზე, რომ როცა პაციენტს ვუყურებ, ამას პირდაპირ ვხედავ. თქვენ სახეზე დიდი ასოებით გაწერიათ, რა ცხოვრების წესით ცხოვრობთ.
