ექიმი-ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე საშა კაცმანის პოდკასტში საუბრობს, რატომ არის მისთვის ძალიან პირადული ის საქმე, რასაც ემსახურება:
„ვისაც ეს არ გამოუვლია, მათი არავის ესმის. მე ჩემს თავს ვხედავ ყველა იმ პაციენტში, ვინც ჩემთან მოდის. დიახ, მქონდა ეს პრობლემა, ხუთი წელი არ მყავდა შვილი. არავინ ჩემ ირგვლივ არ იცოდა, რომ მე პრობლემა მქონდა. ვამბობდი, რომ უბრალოდ არ მინდა შვილი. ძალიან ბევრი პაციენტი მოსულა ჩემთან და უთქვამს, რომ არ აღელვებს, რომ შვილი არ ჰყავს, უბრალოდ, დედამ დააძალა. საქართველოში სტიგმაა, რომ გათხოვდი, უნდა დაორსულდე…“
