LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო შუბლაძის მონოლოგი „რუსთავი 2“-ის ეთერში: „რეალობაა ის, რომ ამ აქციების მიმდინარეობისას დაშვებულია ასობით მოქალაქე, ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი და რამდენიმე მათგანი სასტიკადაა ნაცემი, ფაქტია, რომ არც ერთი მოძალადე ამ დრომდე დასჯილი არ არის…“

706
ნინო შუბლაძე

„რუსთავი 2“ ავრცელებს ტელეჟურნალისტის, ნინო შუბლაძის მიმართვას. მონოლოგში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რეალობა მხოლოდ ერთია:

„რეალობა არის ერთი“ – ეს „რუსთავი 2“-ის უცვლელია სლოგანია. დღეს ჩვენი რეალობაა 14-დღიანი უწყვეტი პროტესტი, უცვლელი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ და დაკავებულების გათავისუფლება. რეალობაა ის, რომ ამ აქციების მიმდინარეობისას დაშვებულია ასობით მოქალაქე, ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი და რამდენიმე მათგანი სასტიკადაა ნაცემი, ფაქტია, რომ არც ერთი მოძალადე ამ დრომდე დასჯილი არ არის. რეალობაა ისიც, რომ დაშავებულია ასზე მეტი სამართალდამცველიც. რეალობაა, რომ ჟურნალისტები, განურჩევლად მედიასაშუალებისა, ორი კვირის განმავლობაში, 24 საათი ძალიან რთულ პირობებში მუშაობენ, არაერთხელ გამხდარან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. „კურიერის“ კორესპონდენტმა, თამთა ჩიტიშვილმა დაზიანება მიიღო ფეხის არეში და დღემდე მკურნალობს, დაშავდნენ სხვებიც, ზოგი, რა თქმა უნდა, უფრო მძიმედ. ყველას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვისურვებ, რომ მედიას ყოველთვის ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობა, რა ვითარებაშიც უნდა იყვნენ ისინი.

აქვე კატეგორიულად ვგმობ ძალადობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ არხს, „რუსთავი 2“-ს, არასოდეს წაუხალისებია არანაირი სახის ძალადობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g