LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნოდიკო ტატიშვილი ლამაზი გოგონების გარემოცვაში და ახალი კლიპი მომღერლისგან

395
nodikotatishvilinews45

ნოდიკო ტატიშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომღერალია. ის არასდროს ჩერდება და ძალიან ხშირად თაყვანისცმემლებს ახალი სიმღერებითა და კლიპებით ანებივრებს.

ოთხშაბათს, „პროფილის“ ეთერში მისი კიდევ ერთი ახალი ნამუშევრის პრეზენტაცია შედგება. ნიდიკომ ძველი სიმღერა გაიხსენა, რომელსაც სალომე წვერაიძე მღეროდა. კომპოზიციის სახელწოდებაა „გულს“ და ის გიგა კვენეტაძის დაწერილია.

ნოდიკომ ამ სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა „ბრავო რეკორდსში“, არანჟირება კი ბორიკო შხიანმა შექმნა.

სიმღერაზე კლიპი ნოდიკოს დიდი ხნის მეგობარმა და ცნობილმა რეჟისორმა, ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. გადაღებები „გიუაანში“ მიმდინარეობდა.

როგორც ნოდიკომ გვითხრა, ამ სიმღერის ჩაწერის იდეა „პროფილის“ პროდიუსერმა, ნიკა ხაჩიძემ მიაწოდა. „ჩვენი თაობისთვის ეს კომპოზიცია ნაცნობია, ახალ თაობას კი აღარ ახსოვს“, აღნიშნა ნოდიკომ.

ფერად და მხიარულ კლიპში, სადაც ნოდიკო ლამაზი გოგონების გარემოცვაშია, მალე ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g