მალიბუ ტუღუში თავის სიხარულს გვიზიარებს „ძველი ჰანგის“ მისებური ვერსიის პოპულარობის გამო. „იუთუბზე“ სიმღერა ნომერი 1-ია საქართველოში, რაც მომღერლისთვის შესანიშნავი სიახლე გამოდგა და გამომწერებსაც გაუზიარა:
„ნომერი პირველი სიმღერაა, ხალხო, პირველიიი!!!!!! თვალებს არ ვუჯერებ, ეს რა სასწაული ხდება ჩემს თავს!!! მიყვარხართ!!!!!!!!!!“
შეგახსენებთ, რომ „ძველი ჰანგი“ მალიბუმ ახლახან აშშ-ში ჩაწერა და ბებიას მიუძღვნა. „იუთუბზე“ კლიპს ხუთ დღეში 300 000-ზე მეტი ნახვა დაუგროვდა.