LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნუ გგონიათ, რომ ასე მარტივად დავიღლებით, ხვალ სამი ათასით მეტი ვიქნებით, ზეგ კიდევ უფრო მეტი.. ჩამოიხსენით ის სათვალე, რომ თითქოს ვიღაც გვატყუებს“ – კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე მთავრობას მიმართავს

173
ნინა ჟვანია

16 აპრილიდან თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის ქუჩებში კანონპროექტს აპროტესტებენ ახალგაზრდები – ისინი დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობებს აწყობენ და ქუჩებს კეტავენ.

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

დემონსტრაციების მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი სტუმრობდა ინგა გრიგოლიას გადაცემას „რეაქცია“, რომელიც სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, ნინა ჟვანია გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ადამიანები, რომლებიც ამ ახალგაზრდების უკან დგანან, არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები“.

„მინდა მივმართო ჩვენს მთავრობას, ჩამოიხსენით ის სათვალე, რომ თითქოს ჩვენ ვიღაც გვატყუებს, გვერდით მიზის დედა, რომელიც არავის არასდროს აპატიებს ჩემს გამოყენებას… გამოდით, დაგველაპარაკეთ და გვითხარით, რატომ არის ეს [კანონპროექტი] ჩვენთვის კარგი? აგვიხსენით, რატომ უნდა გვინდოდეს ჩვენ ეს კანონი? შემდეგ ჩვენ ჩვენს სათქმელს გეტყვით… რომ იცოდეთ, ოქტომბერში ჩვენ, ეს „მოსყიდული“ ხალხი ვაძლევთ ხმას და კაბინაში არავინ მოგყვება, ნუ გგონიათ, რომ ჩვენ ასე მარტივად დავიღლებით, ხვალ სამი ათასით მეტი ვიქნებით, ზეგ კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა ნინა ჟვანიამ.

ირაკლი კობახიძე: „გუშინ 350 ადამიანი იყო შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა პარტაქტივი იყო.. შეკრებაზე ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ“