ჯგუფ „ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე გონიოში გამართული კონცერტიდან „ინსტაგრამზე“ კადრებს გვიზიარებს. არაჩვეულებრივად შესრულებულმა სიმღერებმა მთელი დარბაზი ფეხზე წამოაყენა და გიორგისთან ერთად ამღერდა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის სიმღერები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა და მსმენელმა შეიყვარა. აღნიშნულზე კი ყველა კონცერტზე აღფრთოვანებული მსმენელის ემოციებიც მოწმობს.
