LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების გაზიარების, შიში დაბალი ვიბრაციის მდგომარეობაა“ – მარიამ შარმანაშვილი პოზიტიური ენერგეტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს

139
მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი

იტალიელი დირიჟორის, კარლო პონტის მეუღლე მარიამ შარმანაშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს ბედნიერებაზე და ამ ბედნიერების სხვისთვის გაზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა ერთმანეთს პოზიტიური ენერგეტიკა გაუზიარონ. 

მარიამ შარმანაშვილი: „პირადშიც მწერენ ხოლმე – მარტო კომენტარებში არა: შეირგე შენი ბედნიერება და გაჩუმდი…“

„ერთი გაცნობიერება მოვიდა ჩემთან. კარგი იქნება თუ ყველა გავაცნობიერებთ ამას. კომენტარებში არაერთხელ გადავაწყდი, შენს ბედნიერებას ნუ აფიშირებ, თორემ ცუდი თვალიო და ა.შ… 

როდესაც ასე ვაპროგრამებთ ადამიანები საკუთარ თავს და ერთმანეთს იცოდეთ, რომ ძალიან დაბალ ვიბრაციებში ამყოფებთ საკუთარ თავს. პირიქით, რაც უფრო მეტი კარგის და პოზიტივის გაზიარება შეგვეძლება ერთმანეთისთვის, მით უფრო მეტი პოზიტიური მოვლენა მოხდება ჩვენს გარშემო. ეს არის საბაზისო ბუნების კანონი, სამყაროს მოქმედების პრინციპი და ბევრმა ეს არ ვიცით. 

ამას გიზიარებთ, რადგან ეს გაცნობიერება საინტერესო იყო, რადგან ვხვდები რა „ჯადო“ გვჭირს ამ ქართველებს, რომ ამდენი უბედურებები ხდება. კოდად ჩაგვიდეს ჩვენმა თუნდაც ნათესავებმა, ახლობლებმა რომ თუ ბედნიერი ხარ, უნდა გაჩუმდე! არ შეიძლება ამაზე ილაპარაკო და თურმე, თუ ილაპარაკებ, დაზიანდება შენი ბედნიერება. 

ეს ცრურწმენა უნდა მოვიშოროთ, პირიქით, როცა ბედნიერი ვართ უნდა ვილაპარაკოთ და ეს ენერგეტიკა სხვასაც გავუზიაროთ. ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების გაზიარების, შიშიც დაბალი ვიბრაციის მდგომარეობაა, რომელიც არ იზიდავს კარგ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში. თავისუფლები იყავით შიშისგან!“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g