ნუცა ბუზალაძე უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც იქაური აუდიტორიის წინაშე გამოვიდა. ნუცამ ცოცხლად შეასრულა ცნობილი სიმღერა Je suis malade და მაყურებლის ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ნუცა სცენაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მან ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი კაბა მოირგო.