LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის 10-წლიანი ბრძოლა წონასთან: „ყველას აღმოაჩნდა მოსაზრება ჩემს სხეულთან დაკავშირებით…“

366
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე სპციალურად ჩაწერილ ვიდეოში გამომწერებს უზიარებს თავის 10-წლიან ბრძოლას, რომელიც წონის დაკლებისთვის გაიარა:

„პირველად ტელევიზიაში 13 წლისა საკში გამოვჩნდი. მას შემდეგ ბევრი სტრესი გავიარე, იყო უამრავი ცვლილება, გავხდი ქალი…. და უცებ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა საკუთარი მოსაზრება ჩემს სხეულთან დაკავშირებით, ჩემს წონაზე, იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებოდი, არ მოვიტყუები, ეს რთული იყო. პატარ-პატარა დიეტების გაკეთება დავიწყე, სწრაფი შედეგების მოლოდინში, ზოგჯერ მუშაობდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. ეს არ იყო ჯანმრთელი მიდგომა… დაა ეს ყველაფერი გაგრძელდა თითქმის 10 წელი. როგორც კი დავიწყე ჩემი სხეულის შეყვარება, ისეთის, როგორიც ის იყო, ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ახლა მაქვს რუტინა, პროტოკოლი, საუზმე, ლანჩი და სადილი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს… მინდა, რეალურად ვიყო ჯანმრთელი და ეს მუშაობს…“, ამბობს ნუცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g