ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.
ვიდეო: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ,,ევროვიზიის” კონკურსზე
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობდა.
უკვე რვა ქვეყანა იყო დასახელებული, როცა საქართველოში ფინალში მოხვედრის მოლოდინში იყო. მეცხრე ქვეყნად სწორედ საქართველო დაასახელა ერთ-ერთ ფინალისტად წამყვანმა, რა დროსაც ნუცა ბუზალაძემ ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.
🇬🇪 საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია ❤️🇬🇪 საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია ❤️
Posted by პირველი არხი on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024
მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.
11 მაისს, ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.