„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა.
ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მატჩის დასასრულს სტადიონზე ნუცა ბუზალაძემ იმღერა და ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ისტორიული მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარი წარადგინა.