LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნუცა ხურციძე ბერძნული „ვოისის“ შემდეგ ეტაპზეა

609
nutsanews45

მომღერალმა ნუცა ხურციძემ, რომელიც სამი წელია, საბერძნეთში ცხოვრობს, ბერძნული „ვოისის“ ჟიური აღაფრთოვანა. პირველ ჯერზე, ბრმა კასტინგზე მან ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა, ახლახან კი კიდევ ერთი სიმღერა შეასრულა და კვლავაც მოახერხა შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

როგორც ნუცამ „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, „მინდა ვასახელო ჩვენი ქვეყანა, რადგან სიმართლე გითხრათ, საბერძნეთში არც ისე კარგი სახელი აქვთ ქართველებს. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მითქვამს ადამიანისთვის, რომ ქართველი ვარ და სახე შესცვლია. აღარ მინდა ასე იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g