LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნუცა თოფურია მაქსიმალურად ერევა ყველაფერში..“ – მარიამ შენგელია პასუხობს კითხვას, უჩხუბია თუ არა მამაკაცის გამო, საუკეთესო მეგობარ ნუცა თოფურიასთან?

1918
Untitled design (1)

მომღერალი მარიამ შენგელია გადაცემას „სიცრუის დეტექტორი“ სტუმრობდა, სადაც უპასუხა კითხვას, „უჩხუბია თუ არა საუკეთესო მეგობარ ნუცა თოფურიასთან მამაკაცის გამო?“. მარიამ შენგელიას თქმით, „კი, უჩხუბიათ“.

„ჩემს ცხოვრებაში ნუცა თოფურია ის ადამიანია, რომელიც მაქსიმალურად ერევა ყველაფერში და კარგ რჩევებს მაძლევს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ერთი მამაკაცი, რომ მოგვწონებოდა მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია, ერთი მამაკაცისთვის არ დაგვიხოცავს ერთმანეთი.

მე როდესაც შეყვარებული ვარ, მასზე ვარ ბოლომდე „მითხლეშილი“. როცა მიყვარს მართლა ვბრმავდები და ემოციურად დამოკიდებული ვხდები. როცა სწორი ადამიანი გყავს გვერდით, რა თქმა უნდა კარგ რჩევებს გაძლევს და ნუცა როდესაც კარგი რჩევებით იყო ჩემს მიმართ, მე უარვყავი.. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მართალი იყო. 1 წელი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ისევ დავახლოვდით, იმაზე ბევრად უკეთესი ურთიერთობა გვაქვს დღეს, ვიდრე იქამდე გვქონდა“, – თქვა მარიამმა.

აღნიშნულ კითხვაზე დამატებითი განცხადება თავად ნუცა თოფურიამაც გააკეთა.

„იმ მომენტში ვცდილობდი მარიამისთვის რეალობა დამენახებინა, რაც მისთვის სამომავლოდ უკეთესი იქნებოდა“, – აცხადებს ნუცა თოფურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g