მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც „ევროვიზია 2025“-ზე საქართველოს წარადგენს, ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობს, სადაც სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ნოე სულაბერიძე „ევროვიზია 2025“-ზე მონაწილეობაზე და ამ თემის ირგვლივ საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებზე სვამს კითხვებს.
წამყვანი ასევე დაინტერესდა, მომღერალ ნუცა თოფურიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მარიამის რეაქციით.
„მეგონა ყველას ვუყვარდი, ყველას ვენდობოდი, ყველა მენდობოდა და ა.შ. მაგრამ, როცა მოვედი ამ დღემდე მივხვდი, რომ არავინ არის ჩემიანი.
„ჰომოფობიაც დამაბრალეს. დედაჩემი საზღვარგარეთ არის ემიგრაციაში. გერმანიაში ცხოვრობს. ეს ძალიან რთულია“, – აცხადებს მარიამი.
კითხვას, ნუცა თოფურიას კომენტარი, რომ ის არაფერს არ იტყოდა მარიამ შენგელიაზე ეწყინა თუ არა, მარიამი „ნოე სულაბერიძის“ გადაცემაში უპასუხებს.
გადაცემის წამყვანმა მარიამს ასევე ჰკითხა – „მე ვიცი, რომ ერთ-ერთმა კონკურენტმა გთხოვა ადგილის დათმობა, იყო მსგავსი რამ?“
საქართველოს „ევროვიზიაზე“ მარიამ შენგელია წარადგენს