“ავტოგრაფი” ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. შესრულდა არაერთი შესანიშნავი სიმღერა. მათ შორის “მასწავლე“, რომელიც ვაჟა აზარაშვილმა მორის ფოცხიშვილის ლექსზე დაწერა. ნუკრი კაპანაძეს ამ სიმღერის ახალი შესრულებისას აკომპანემენტი როიალთან ნინო გულიაშვილმა გაუწია.
