მსახიობ ეკა ჩხეიძის გადაცემის, „პირველი სტუდიის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იყო.
მუსიკოსმა გადაცემაში საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერასა და ოჯახზე გულწრფელად ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა შვილების მარიამის და კოკოს ოჯახსა და მეორე ნახევრებზე და უპასუხა წამყვანის შეკითხვას, ერევა თუ არა შვილების ცხოვრებაში.
„დედა ვარ და ნურავინ მიწყენს და ნურავინ გაიკვირვებს, რომ მაშინ, როდესაც შვილს ოჯახი ენგრევა, დედა იჯდეს წყნარად და არაფერი გააკეთოს, არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ გამაღიზიანებელი ყოფილიყოს, თუმცა, შინაგანად ვდუღდი და გული მიკვდებოდა. დღეს მე და გიორგის შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
ახლა მარიამმა ახალი ცხოვრება დაიწყო და რაში უნდა ჩავრეოდი? როდესაც უყურებ, რომ შენი შვილი კარგად არის, შენც ხარ კარგად და მიჰყვები მას ამ ემოციურ ფაზებში…
რაც შეეხება კოკოს, მასთან ვგრძნობდი, რომ ეს ურთიერთობა უკვე მომწიფდა და აუცილებლად უნდა დასრულებულიყო ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო [ქორწინებით] კოკოს ძალიან დავუდექი გვერდში. ძალიან მიყვარს ანი [კოკოს მეუღლე] ძალიან კარგი გოგოა“, – თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, თამრიკო ჭოხონელიძე მალე მესამე შვილიშვილის ბებია გახდება. მან გადაცემაში ამ სასიამოვნო სიახლესა და მოლოდინზეც ისაუბრა.
როდის ელოდება მეორე შვილს მარიამ როინიშვილი – მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია
„ფრაზა – შვილიშვილმა დამავიწყა შვილი, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, შვილზე დიდი არაფერი არსებობს, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ადამიანებს თავისი ნიშა აქვთ დაკავებული და მათი მოსვლის დრო დგება – ეს საოცარი შეგრძნებაა“, – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ სტუმრობის დროს.
ვიდეო: „ბრავო, მარიამ“ – მარიამ როინიშვილმა დედის აკომპანემენტით სიმღერა შეასრულა