LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოცნებებიც ხდება! იცნობდეთ მომავალ ვარსკვლავს – თორაძეების დიდი გვარის გამგრძელებელს“ – ფლორენციაში, დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამოზე კომპოზიტორის შვილთაშვილმა ქეთი მელუასთან ერთად იმღერა

548
ქეთი მელუა

20 ოქტომბერს, ფლორენციაში კომპოზიტორ დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე, რომელიც ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში გაიმართა, კლასიკური ნაწარმოებები და ცნობილი კინომუსიკა შესრულდა.

კლასიკური ნაწარმოებები და ცნობილი კინომუსიკა ქართველი მუსიკოსების შესრულებით – პირველად ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში კომპოზიტორ დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო გაიმართა

მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარდგნენ, მათ შორის, იანო ალიბეგაშვილი, გიორგი აბულაძე, ნატო მეტონიძე და ქეთი მელუა. აღსანიშნავია, რომ ორკესტრს შემსრულებელი, კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი ხელმძღვანელობდა.

მეკო ქავთარაძე: „20 ოქტომბერს ვესტუმრებით ფლორენციას… კონცერტზე დავით თორაძის საოცარი მუსიკა შესრულდება. ახალი საორკესტრო და საგუნდო არანჟირებები მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა შექმნა… ნამდვილად ტრიუმფალური კონცერტი იქნება“

ფლორენციაში გამართულ კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგა თავად დავით თორაძის შვილთაშვილი, ნინო თორაძის შვილიშვილი – ლეონარდო ლოპეს-დიასი. მან ქეთი მელუასთან ერთად დიდი ბაბუის ცნობილი სიმღერა „მოდი ჩემთან“ შეასრულა.

აღნიშნული შესრულების ეპიზოდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე, ნანა გოთუა და წერს:

„იცნობდეთ მომავალ ვარსკვლავს – ლეონარდო ლოპეს-დიასს!

თორაძეების დიდი გვარის გამგრძელებელს, დავით თორაძის და ლიანა ასათიანის შვილთაშვილს!

უნიჭიერეს და უსაყვარლეს ლიოს“, – წერს ნანა გოთუა.

ლეონარდო ლოპეს-დიასის ნამღერი გაავრცელა დავით თორაძის ქალიშვილმა, ნინო თორაძემაც და დაწერა:

„ოცნებებიც ხდება… უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა“, – წერს ნინო თორაძე.

„ეს ჯილდო კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა” – ღირსების ორდენი, ახალი ალბომი და კონცერტი ფლორენციაში – ნიკა ნიკვაშვილი მუსიკალური სიახლეებით გადაცემაში „არტ-FM“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g