„ოცნებისთვის“ სათქმელი მაქვს – კარგად იყავით!, – აღნიშნულის შესახებ ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს.
მისივე თქმით, 12 წელიწადში ნელ-ნელა მივედით იქამდე, სადაც უკვე შეუძლებელია ყოფნა.
„არ დაგეზაროთ, გამოდით ხვალ, რათა ერთმანეთი დავარწმუნოთ, რომ ერთი გუნდი ვართ. შესაძლოა ყველას ერთნაირი აზრი არ გვქონდეს, თუმცა რაღაცაში მაინც შევთანხმდებით. ის მაინც ვიცით, რა არ გვინდა. 12 წელიწადში ნელ-ნელა მივედით იქამდე, სადაც უკვე შეუძლებელია ყოფნა!. „ოცნებისთვის“ სათქმელი მაქვს – კარგად იყავით!“, – ამბობს ლუკა ნაჭყებია.
ცნობისთვის, დღეს 17:00 საათზე, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე, მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება.