LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ოლენა ზელენსკა ვინიცაში გარდაცვლილი 4 წლის ლიზას გაცნობის ისტორიას იხსენებს – „არ დავწერ ყველა იმ სიტყვას, რაც ნამდვილად მინდა ვუთხრა მათ, ვინც ის მოკლა“

625
ოლენა და ლიზა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ვინციაში მომხდარი თავდასხმის დროს გარდაცვლილი 4 წლის ლიზაზე წერს და მასთან შეხვედრის ისტორიას იხსენებს.

უკრაინის პირველი ლედი და ლიზა ერთმანეთს 2021 წლის საშობაო არდადეგებზე შეხვდნენ.

„ეს მშვენიერი გოგონა საშობაო ვიდეოს გადაღებებისას გავიცანი. პატარა გოგონამ მხოლოდ ნახევარ საათში მოახერხა საღებავით დაეხატა არა მხოლოდ საკუთარი თავი, მისი კაბა, არამედ ყველა სხვა ბავშვი, მე, ოპერატორები და რეჟისორი… შეხედეთ მას, ცოცხალს, გთხოვთ. ვტირი მის საყვარელ ადამიანებთან ერთად.

„ახლა არ დავწერ ყველა იმ სიტყვას, რაც ნამდვილად მინდა ვუთხრა მათ, ვინც ის მოკლა“. – წერს ოლენა ზელენსკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g