უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ბავშვები საუბრობენ თუ ვინ უნდათ, რომ გამოვიდნენ, როდესაც გაიზრდებიან.
ბავშვების ოცნებები მრავალფეროვანია.
„როდესაც გავიზრდები, მემანქანე გავხდები. მეყოლება დიდი მატარებელი და უკრაინის გარშემო ხალხს გადავიყვან“.
„როდესაც გავიზრდები, ძაღლების ექიმი ვიქნები“.
„როდესაც გავიზრდები, ვიქნები ჟურნალისტი, რადგან მომწონს კითხვების დასმა და მინდა შევხვდე საინტერესო ხალხს“.
„როდესაც გავიზრდები, მინდა მცხობელი ვიყო“.
„როდესაც გავიზრდები, მინდა გამოვიდე მშენებელი“.
„რომ გავიზრდები, მინდა ვიყო ბლოგერი, მოდელი და ბალერინა“.
„მინდა ვიყო კალათბურთელი“.
„როდესაც გავიზრდები, მინდა ვიყო სტილისტი“.
„მინდა ვიყო მეხანძრე“.
მაგრამ მე ვერასოდეს გავიზრდები“, – ამბობენ ბავშვები.
ოლენა ზელენსკა წერს, რომ „ეს შეიძლება ყოფილიყო ფილმი ბავშვურ ოცნებებზე. მაგრამ ომმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა”
უკრაინის პირველი ლედი მსოფლიოს მიმართავს:
„ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს, დახუროს ცა ჩვენი ცოცხალი შვილების თავზე.
დაგვეხმარეთ, რომ ომი შევაჩეროთ.
დაგვეხმარეთ, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ“. – წერს ოლენა ზელენსკა.
