LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: OneRepublic-მა ევრო 2024-ის დახურვაზე იმღერა

243
5992186f-e89b-4923-ab46-bd4160ba0899

როგორც დაანონსებული იყო, OneRepublic ევრო 2024-ის დახურვის ცერემონიაზე გამოვიდა. ამერიკული პოპ როკ ბენდი ტრიბუნისა და მილიონობით სატელევიზიო მაყურებლის წინაშე, ევროპის წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერით – Fire წარდგა.

სიმღერის ავტორისა და ჯგუფის ვოკალისტის – რაიან ტედერის პერფორმანსი ოლიმპიაშტადიონზე, იტალიური ელექტრონული ტრიოს – MEDUZA, ასევე გერმანელი მომღერლის – Leony თანხლებით შედგა.

ევრო 2024-ის ოფიციალური სიმღერა, რომელსაც OneRepublic ასრულებს გამოვიდა

ცნობისთვის, ევრო 2024-ის ფინალში, ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ OneRepublic-მა 10 მაისს, Black Sea Arena-ზე, მასშტაბური კამპანიის – Starring Georgia 2024 წლის მუსიკალური სეზონი გახსნა.

OneRepublic-ის თვალით დანახული საქართველო – ბენდი ვიდეოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები