LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოქრო ხარ“, „ყველაზე მაგარი კაცი“, „გული ხარ ქოჩორ“ – გიორგი ქოჩორაშვილმა ქართველ გულშემატკივარს, ისტორიული მატჩის მაისური აჩუქა

237
ქოჩორა

თურქეთის ნაკრებთან დაძაბული თამაშის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილმა ქართველ გულშემატკივარს, ისტორიული მატჩის მაისური აჩუქა.

კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ოქრო ხარ ქოჩორ“

„ყველაზე მაგარი კაცი“

„გული ხარ ქოჩორ“ – აღნიშნავენ სოცქსელში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები