LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოქროს გოგო! არავის არ ჰგავს“ – ლიზი კოტრიკაძის საოცარი შესრულება, აუდიტორიის ოვაციები და ჟიურის „ოქროს ბილეთი“

396
ლიზი კოტრიკაძე

ახალ მუსიკალურ პროექტში „საქართველოს ხმა“, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში ახლახან დაიწყო, მსმენელის წინაშე უკვე არაერთი ნიჭიერი კონკურსანტი წარდგა.

„როცა პირველ კასტინგზე შენი საყვარელი კომპოზიტორის სიმღერას ასრულებ და აკომპანირებას თავად რუსა მორჩილაძე გიწევს“ – ახალგაზრდა მომღერალმა უამრავი მოწონება დაიმსახურა

გუშინ, 29 აპრილს, მაყურებელმა კიდევ ერთი ასეთი კონკურსანტი იხილა – ლიზი კოტრიკაძე, რომელმაც ნატო გელაშვილის „მე მზეს ვატან“ იმღერა და ჟიური და აუდიტორია აღაფრთოვანა.

შთამბეჭდავი შესრულებით, ლიზიმ ჟიურის ერთ-ერთი წევრის, დათო ფორჩხიძის ოქროს ბილეთიც დაიმსახურა და კონკურსანტების ათეულში გარანტირებული ადგილი დაიკავა.

ლიზი კოტრიკაძის ნამღერს სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელიც სწორედ ამ სიმღერას ასრულებს და წერს: „ოქროს გოგო, არავის არ ჰგავს. ამაშია საქმე“, – წერს ლაშა ღლონტი.

ვიდეო: გიორგი ძოწენიძე კასტინგზე მისულ კონკურსანტებთან ერთად ამღერდა – მოულოდნელი დუეტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g