LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ორი არჩევანია: დასავლეთი, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და რუსეთი, სადაც არის სიღარიბე და სადაც სუვერენიტეტს დავკარგავთ“ – საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების გზავნილები ევროპული მარშიდან

223
მარში

20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტი – მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!

მათ შორის იყვნენ მომღერლები გიორგი უშიკიშვილი, ნინო ქათამაძე და ნიაზ დიასამიძეც, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავლისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრეს.

„დგება საქართველო! ფეხზე საქართველო! მთელი საქართველო! ისმის საქართველო! შენი ხმა საქართველო…“-რატი ამაღლობელი

„არჩევანი არის ორი: პირველი – ცივილიზაცია, დასავლეთი, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის სიმდიდრე და მეორე – რუსეთი, სადაც არის სიღარიბე, სადაც ჩვენ სუვერენიტეტს დავკარგავთ. ასე რომ, ყველანი ერთად დავდექით, რადგან ჩვენ დასავლეთს ვირჩევთ“, – თქვა გიორგი უშიკიშვილმა.

ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს — გიორგი უშიკიშვილი

💬 „არჩევანი არის ორი – ეს არის ცივილიზაცია, დასავლეთი, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის სიმდიდრე და მეორე – ეს არის რუსეთი, სადაც არის სიღარიბე და სადაც ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სუვერენიტეტს“ — გიორგი უშიკიშვილი

Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 20 ოქტომბერი, 2024

„დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სოლიდარულია იმ საკითხში, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და რომ აუცილებელია არჩევნებით ცვლილება და ახალი ეტაპის დაწყება“ – აღნიშნა ნიაზ დიასამიძემ.

აუცილებელია არჩევნებით ცვლილება და ახალი ეტაპის დაწყება — ნიაზ დიასამიძე

💬 „დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სოლიდარულია იმ საკითხში, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და რომ აუცილებელია არჩევნებით ცვლილება და ახალი ეტაპის დაწყება“ — ნიაზ დიასამიძე

Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 20 ოქტომბერი, 2024

„ქართველი ხალხი ითხოვს თავის წილ ბედნიერებას, სწორ შეფასებას, რომ არასოდეს დაამცირონ მათი არჩევანი, რომ არასოდეს გვყავდეს ცრემლიანი შვილები, მონატრებული შვილები და მონატრებული დედები. ამ უფლების და ნების გამოხატვა ჩვენ 26 ოქტომბერს შეგვიძლია“ – განაცხადა ნინო ქათამაძემ.

ქართველი ხალხი ითხოვს თავის წილ ბედნიერებას — ნინო ქათამაძე

💬 „ქართველი ხალხი ითხოვს თავის წილ ბედნიერებას, სწორ შეფასებას, რომ არასდროს დაამცირონ მათი არჩევანი, რომ არასდროს გვყავდეს ცრემლიანი შვილები, მონატრებული დედები. ამ უფლების და ნების გამოხატვა ჩვენ შეგვიძლია 26 ოქტომბერს“ — ნინო ქათამაძე

Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 20 ოქტომბერი, 2024

ნატალია ყიფშიძე: „არჩევნებამდე 6 დღით ადრე ქართველმა ხალხმა ხმამაღლა თქვა რომ ბრუნდება ევროპულ გზაზე! ერთმანეთს ისევ ჩავეხუტეთ და გავიმეორეთ რასაც თვეების მანძილზე ვამბობდით – საქართველო ევროპას ირჩევს!“

magti 5g