LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ორი Audi R8 მილიარდ დოლარიან შენობაში

32

ორი სუპერქარი Audi R8 მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სავაჭრო ცენტრში Al Hazm-ში გამოფინეს, რომელიც ყატარულ დოჰაში მდებარეობს. ცენტრის აშენებას 825 მილიონი დოლარი დასჭირდა. ავტომობილები ფეისბუქზე ფოტოგრაფ Auditography-ს გვერდზე გამოაქვეყნდა, ვიდეორგოლი კი YouTube არხზე განთავსდა.

სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად, დაახლოებით 60 000 ტონა ქვა და მარმარილო გამოიყენეს, რომლებიც პალესტინიდან და ტოსკანიდან ჩამოიტანეს. მშენებლების ამოცანა იყო, შენობა მეთვრამეტე საუკუნის სტილის ევროპული სავაჭრო ადგილების სტილში აეშენებინათ: მასიური კოლონებით, თაღებითა და გუმბათებით. ახლა Al Hazm-ს „მილიონერების სავაჭრო ცენტრს“ უწოდებენ.

გადაღებებში Audi R8-ს სრულ ამძრავიანი მოდიფიკაცია მონაწილეობდა. ორივე მათგანი ათ ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის მოცულობაც 5,2 ლიტრია, თუმცა ერთი მათგანის სიმძლავრე 610 ცხენის ძალაა, მეორესი კი 540.

სრულამძრავიანი ვარიანტი ას კილომეტრს 3,2 წამში კრებს, უკანა ამძრავიანი კი 3,7 წამში. მონოამძრავიანი სუპერქარის ტირაჟი 999 ავტომობლით არის შეზღუდული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები