LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ორი წელია, პირად ცხოვრებაზე სერიოზულად ვერ ვფიქრობ. შეიძლება, ეს იმის ბრალია, რომ ტრავმები მაქვს დალექილი ურთიერთობებისგან…“ – ნანკა გვარს თავისი სტუმრის მიმართ სიმპათია გაუჩნდა

430
ნანკა გვარი

მსახიობმა ნანკა გვარმა უპასუხა კითხვებს, რომლებიც მას „მარტოობის 15 წუთის“ გამომწერებმა გაუგზავნეს.

რა რჩევას მივცემდი ადამიანებს, ვინც ახლა რთულ პერიოდს გადის? ჩემი ნაცადი ხერხებით, ეს არის საკუთარ თავთან ჩაღრმავება, ეს არის რთული და მტკივნეული პროცესი, კითხვებია, რაზეც საერთოდ არ გინდა პასუხების გაცემა. უნდა გაიგო, ეს სირთულეები საიდან მოდის. რომ გაიგო, როგორ გაუმკლავდე, აუცილებლად უნდა იპოვო გასაღები. შეიძლება, ეს იყოს ძალიან პრიმიტიული ამბავი. დეტალებს არ ვაქცევთ ყურადღებას, ტკივილები კი არსად მიდის, ინახება და ბევრდება. აიძულეთ საკუთარ თავს ვარჯიში, თუ ცხოველი გყავთ, გაასეირნეთ, დააკისრეთ საკუთარ თავს იძულებითი ვალდებულებები, დისციპლინა ტვინს ძალიან სჭირდება. როცა ფიქრებს ვერ აკონტროლებ, ლაგამი სჭირდება. ამ ხერხს მივმართე ჩემი ცხოვრების ბევრ ეტაპზე და მიშველა.

რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? საჭმლის არა. ჭამა მიყვარს, ბუნებაში სიარული, ფილმების ყურება. შეიძლება, ერთ დღეში ვუყურო 14 ფილმს და ვჭამო რაღაც ახალი კერძი.

რომელიმე შენი სტუმრის მიმართ გაგჩენია სიმპათია და გიფიქრია მასთან ურთიერთობის დაწყებაზე? სიმპათია გამჩენია, მაგრამ ურთიერთობის დაწყებაზე არ მიფიქრია. იცით, რატომ? ორი წელია, პირად ცხოვრებაზე ბოლომდე სერიოზულად ვერ ვფიქრობ. შეიძლება, ეს იმის ბრალია, რომ ტრავმები მაქვს დალექილი ურთიერთობებისგან. ცხოვრების ისეთ ეტაპს გავდივარ, როცა ადამიანებში უფრო მეტად მინუსებზე ვარ კონცენტრირებული. ჰქონდა შანსები ურთიერთობებს, მაგრამ გავჩერებულვარ და ჰო, ეს იყო ჩემს ერთ-ერთ სტუმართან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g