როგორც „იმედის დღიდან“ შევიტყვეთ, მომღერალი ოთარ ჯორჯიკია და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ.
როგორც ნიკოლოზი და ოთარი ამბობენ, სკოლის პირველ დღეს იტირეს, შემდეგი წლები კი ბედნიერებით იყო სავსე.
„არ მახსოვს, რომ ნიკას ვინმესთვის ეწყენინებინა, ან რაღაც დაგჭირვებოდა და არ მოეცა, ყოველთვის კეთილი და კარგი ადამიანი იყო,“ აღნიშნა ოთარ ჯორჯიკიამ. ნიკოლოზმა კი დასძინა: „მიხარია, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო მომღერლის კლასელი ვარ…“