LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ოთარ კაკაბაძის მეორე ნახევარი: „ჩემს პროფესიაზე უარის თქმამ მომიწია, თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ, ოთო ძალიან დიდ კომფორტში მამყოფებს…“

1126
ოთარ კაკაბაძე და მარიამ ჩავლეიშვილი

ოთარ კაკაბაძის მეუღლე, მარიამ ჩავლეიშვილი, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ესტუმრა და ლიკა კვარაცხელიას კულინარიულ ბლოკში ისაუბრა, როგორია ცხოვრება პოპულარულ ფეხბურთელთან ერთად:

„არ არის მითი, რომ სპორტსმენის მეუღლეობა რთულია. უნდა შეუწყო ხელი, კვებით, რაციონით, ძილის რეჟიმით, უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, სივრცე, მოისვენოს… ზოგადად, ძალიან ჩართული მამაა, ცდილობს, იოანესთან დიდი დრო გაატაროს. სავარაუდოდ, ისიც ფეხბურთელი იქნება.

ვფიქრობ, ოჯახში სტრესი არ უნდა იგრძნობოდეს, დაძაბულობას უნდა მოერიდოს. მომიწია ჩემს პროფესიაზე უარის თქმამ, სამწუხაროდ. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ, რადგან ძალიან დიდ კომფორტში მამყოფებს ჩემი მეუღლე. ოთო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია, ის თავის მხრივ მამყოფებს კომფორტში, მე – ჩემი მხრივ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g