LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოთხი დღე მაბურთავეს… ის გოგოც შოკში ჩავარდა, გაანებეთ თავიო და აქეთ დამიცვა…“ – რას იხსენებს ნინი ბადურაშვილი

402
ნინი ბადურაშვილი

„რუსიკო და ნანიკოს“ გადაცემას ნინი ბადურაშვილი ესტუმრა და ბულინგის თემაზე ისაუბრა.

ნინიმ გაიხსენა, თუ როგორ დაუწერა ერთ-ერთი ცუდი კომენტარის ავტორს ფრაზა, რომელიც შემდეგ ვირუსულად გავრცელდა – „ამ „ვიდით“ რამდენს ბედავ“.

„ვატყობ ხოლმე ჩემს თავს, რომ გინდა, არ გინდა, მაინც გეტყობა ნეგატივი… რაც შეეხება ამ ფრაზას, ვიყავი მცხეთაში, ჩემს სახლში. გადაცემა „კაცებში“ ვიყავი სტუმრად. ანონსი დაიდო, სადაც ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც არაფერს ვერჩი, წერს არც ისე საშინელ კომენტარს, უარესები დაუწერიათ, არ ვიცი, რატომ ვეცი ამ გოგოს. ეტყობა, მთელი ბოღმა გადატყდა მასზე, რომელსაც დიდი არაფერი ცუდი არ დაუწერია. ერთადერთ გადაცემას ვუყურებდი და აქაც ბადურაშვილიაო, გულის რევის სმაილებით. მომაფიქრდა ეს ძალიან ცუდი ფრაზა. ცხადია, რომ არაფერს ვერჩი ამ გოგონას. სანამ პოსტს დავაჭერდი, ვფიქრობდი. მე თვითონაც გამეცინა, მაგრამ საქმე რაშია იცით? ჩემს თავსაც ხშირად დავცინი და თუ ვინმე მეღადავება, არ მაქვს პრობლემა. ჩემს თავზე ბერვჯერ მიცინია და ვიფიქრე, რომ ამ გოგონასაც არ უნდა სწყენოდა ეს შავი იუმორი. ინტუიცია მაქვს განვითარებული, არ გააკეთოო, მეუბნება და საპირისპიროს ვაკეთებ. ვიფიქრე, დავწერო თუ არ დავწერო-მეთქი და ჯანდაბას-მეთქი, დავაჭირე . არ ჩერდებოდა კომენტარები, ეს რა გააკეთაო. ოთხი დღე მაბურთავეს, იქიდან აქეთ და აქედან იქით. ის გოგოც შოკში ჩავარდა, აქეთ დამიცვა, გაანებეთ თავიო, „ფეისბუქი“ წაშალა, ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო“.

magti 5g