საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სპორტულ მედიასთან, Geo Team-სთან ინტერვიუში მამობის შესახებ საუბრობს.
ფეხბურთელის თქმით, მას შემდეგ რაც მამა გახდა, პამპერსის გამოცვლა ვერ, თუმცა საჭმლის გაკეთება და დაძინება კარგად ისწავლა.
„გუნდში მამობაზე საუბარი დაგვემატა. აბა, გოჩოლას კითხე ბავშვზე რამე, ყველაფერი იცის. ჯერ ალბათ მაინც ვერ ვგრძნობთ, რადგან პატარები არიან ბავშვები და როდესაც წამოიზრდებიან სხვანაირად იქნება. პამპერსის გამოცვლა ვერ ვისწავლე, საჭმლის გაკეთება და დაძინება ვიცი კარგად“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგისა და ელენეს პირველი შვილი 2024 წლის 22 ნოემბერს დაიბადა. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ენი დაარქვეს.
„ენი გოგო დაიბადა“ – მამარდა და ელენე მშობლები გახდნენ, რა კადრებს გვიზიარებს ხატია ეპიტაშვილი
გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
ფოტო: „ოჯახი“ – გიორგი მამარდაშვილის მეუღლე თბილ კადრს გვიზიარებს