ქუთაისის 54-ე საარჩევნო უბანზე, მმართველი პარტიის კოორდინატორები, საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში, ფარდის უკან, ნაწილი კი მერხების ქვეშ იმალებოდნენ. ვიდეოს სოციალურ ქსელში სალომე სომხიშვილი ავრცელებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს კოორდინატორებმა განუცხადეს, რომ პანაშვიდზე მიდიოდნენ.
როგორც kutaisipost წერს, კოორდინატორებს თან სიები ჰქონდათ ხელში, სადაც ოპოზიციის დამკვირვებლების მტკიცებით, იმ ადამიანების სახელები და გვარები ეწერა, ვისაც თანხა გადასცეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კოორდინატორებს შორის იყვნენ საბავშვო ბაღის თანამშრომლებიც.