LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Panasonic-მა მეგობარი რობოტი შექმნა

50
page

Panasonic-მა მეგობარი რობოტი ნიკობო შექმნა. მას რობოტისთვის დამახასიათებელი ბევრი ფუნქცია აქვს. შინაური ცხოველის მსგავსი რობოტი კამერის დახმარებით სახის ამოცნობას ახდენს და მფლობელის ხმაზე მიკროფონის მეშვეობით რეაგირებს, სენსორული გადამცემებით კი შეხებაზე  აქვს რეაქცია.

აღსანიშნავია, რომ „ნიკობოს“ სიტყვების შეზღუდული მარაგი აქვს, ის თავიდან მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს, შემდეგ კი სრულ წინადადებას. კომპანია გეგმავს, რომ 320 რობოტი შექმნას.

კომპანიონი რობოტის ფასი 360 დოლარია შემდეგ კი მის მფლობელებს პროგრამის განსაახლებლად თვეში ერთხელ 10 დოლარის გადახდა უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები