რამდენიმე დღის წინ შტატებში ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა. 5 წლის ადრიანმა მშობლების ავტომობილი მოიპარა და Lamborghini–ს საყიდლად სხვა შტატისკენ გაემართა. პატარა მძღოლი პოლიციელებმა გააჩერეს და მშობლებს დაუბრუნეს. მშობლებმა კი იმის ნაცვლად, რომ ბიჭუნა დაესაჯათ, მას ოცნება აუსრულეს და ნამდვილი სუპერქარით გაასეირნეს.
პატარა ამერიკელის ისტორიის გახმაურებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ მშობლებმა იტალიური სუპერქარის მფლობელებისგან არაერთი შეთავაზება მიიღეს. პატარას ოცნების ასრულება ბევრ ადამიანს მოუნდა.
საბოლოო ჯამში, მშობლებმა ჯერემი ნევესას წინადადება მიიღეს და 5 წლის ადრიანმა შავი Lamborghini Huracan–ით ისეირნა. მოგვიანებით ჯერემიმ პატარა გმირთან ერთად გადაღებული ფოტოები თავის Facebook–ზე გამოაქვეყნა.