ცნობილმა ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა, რომელიც „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, გადაცემაში საკუთარ ოჯახზე ისაუბრა, ყველაზე მეტად კი ყურადღება გაამახვილა შვილიშვილზე, ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ვაჟზე, რომელიც ახლახან ერთი წლის გახდა.
ფოტო: ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას შვილი ერთი წლის გახდა
ქეთი ასათიანმა ასევე ისაუბრა, თუ როგორი ბაბუაა გიორგი ჩიჩუა და აღნიშნა, რომ პატარა გიორგიმ პირველი სიტყვა სწორედ „ბაბუ“ თქვა:
„ბაბუა, [გიორგი ჩიჩუა] რომელიც დილიდან დღის ბოლომდე საოპერაციოშია, შესვენებაზე რომ გამოდის, ან მირეკავს, ან მწერს – გიო როგორ არის? ყველა ჩართულია, რადგან ეს ჩვენს სახლში ერთგვარი ზეიმი, დღესასწაულია. ყველა ვცდილობთ, რომ პროცესში ჩართული ვიყოთ.
ბაბუა სამსახურიდან მორბის და გიორგი სასეირნოდ მიჰყავს, ორ გიორგის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
პირველი სიტყვა, რაც პატარა გიორგიმ თქვა, ეს იყო „ბაბუ“, წარმოიდგინეთ, ამ დროს ბაბუს მდგომარეობა.
მე ცოტა გულდაწყვეტილი, რადგან ჩემი სახელის წარმოთქმა, ალბათ, ცოტა უფრო რთულია [იცინის]“, – აღნიშნა ქეთი ასათიანმა.
🔹 პირველი სიტყვა გიორგიმ თქვა – “ბაბუ”, მე ცოტა გულდაწყვეტილი დავრჩი…🔹 პირველი სიტყვა გიორგიმ თქვა – “ბაბუ”, მე ცოტა გულდაწყვეტილი დავრჩი… 🔹 ბაბუა მორბის სამსახურიდან და გიორგი სასეირნოდ მიყავს… #ქეთიასათიანი
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2024
ვიდეო: „როგორ შეინარჩუნა ფორმა ორსულობის დროს ლიზა ჩიჩუამ?“ – რას ურჩევს ქეთი ასათიანი ორსულ ქალებს