დღეს, 26 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან გამართავს, რომელსაც პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე თავისი კვალი უკვე დატოვა, თუმცა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიასთან დაპირისპირებას დიდი მოლოდინებით და მოუთმენლად ელოდება ქართველი გულშემატკივარი.
ჩვენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად უნიჭიერესმა მომღერლებმა ვაჩე ღვინიაშვილმა, ნიკოლოზ ხარატმა, ოთო ბაზერაშვილმა, გეგა შონიამ და ანასტასია ირემაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” შეასრულეს სიმღერა „გაიღიმე”, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
🎤🇬🇪 გაიღიმე – უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერლები🎤🇬🇪 გაიღიმე – ვაჩე ღვინიაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია და ანასტასია ირემაძე 💥 უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერლები
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 25 ივნისი, 2024