ზურა გორგაძე „რუსთავი 2“-თან იხსენებს, როგორ შეექმნა პატარაობისას გულის სერიოზული პრობლემები და მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შვილი საზღვარგარეთ წაეყვანათ:
„პატარა ვიყავი, როდესაც გულის პრობლემა შემექმნა. მსოფლიოშიც ახალი იყო ეს სინდრომი, რომელიც შემდეგში დაადგინეს. ჩემს მშობლები და განსაკუთრებით, დედა იყო ამ ქარტეხილებში ჩართული, არკვევდნენ, რა მჭირდა, მემართებოდა გულის აჩქარება და საავადმყოფოში გადავყავდი. მახსოვს ბრძოლები და დედაჩემის მიერ ჩადენილი საქმეები. 90-იან წლებში ჯანდაცვის სისტემა ჩამონგრეული იყო. აუცილებელი იყო ჩემი საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს წარმოუდგენელი ამბავი გახლდათ ჩვენი შეძლების ოჯახისთვის. ჩვენ ზესტაფონში ვცხოვრობდით. ჩამოდიოდა თბილისში, კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდა… დაცვის კორდონი გაურღვევია და შესულა მინისტრის კაბინეტში…“
