მომღერალი ნუცა თოფურია 5000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ნუცა სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
„ვუყურებ ახლა ჩემს 5000 ლარიან ჯარიმას, ჩემს პირველ სამართალდარღვევას და არ ვიცი რა ემოცია ან რეაქცია უნდა მქონდეს… თეატრში მივდიოდი და უკან ორი პატრული მომყვებოდა. არც მიფიქრია, რომ მე მომყვებოდნენ. შემომყვნენ ბოლომდე თეატრში და მეუბნებიან, თქვენი საბუთები წარადგინეთო. თავიდან ვიფიქრე, რომ ტელეფონის გამო მაჯარიმებდნენ, მაგრამ მერე ბიჭები დაიკარგნენ 20 წუთით, რაღაცას არკვევდნენ…
შემდეგ მოვიდნენ და ძალიან აკანკალებული, ბევრი პაუზით მეუბნება, ქალბატონო ნუცა, 16 თებერვალს თქვენ ხელოვნურად გადაკეტეთ გზა, ამიტომ ჯარიმდებით 5000 ლარიანი ჯარიმით“, – ამბობს ნუცა თოფურია.