ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ტელეწამყვანმა თაკო კორინთელმა გარეგნობასთან დაკავშირებულ მძიმე ბულინგზე ისაუბრა:
„სულ ახლახან იყო ეს პერიოდი. ძველი თაკო ბრუნდება. ყველას გვაქვს სამწუხაროდ, პრობლემები, რის გამოც საჭიროა მედიკამენტების მიღება. პატარა პრობლემა მქონდა, რის გამოც მომიწია ჰორმონალური წამლების დალევა, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, რომ გამოიწვევდა შეშუპებას. რომ დავიწყე მათი მიღება, ნელ-ნელა შევშუპდი. მაყურებელმაც დაინახა, რომ ეს პატარა ჩხინკორა გოგო, ასე ვთქვათ, გასუქდა. წამოვიდა ასეთი ტექსტები, პირადშიც მომდიოდა და საჯაროდაც დაიწერა და ყველაზე მეტად ამან მატკინა გული, ისედაც ვიცოდი, რომ ეს ჭარბი წონა ჩემი არ იყო, ვიცოდი, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდებოდა, ისევ დავუბრუნდებოდი ჩემს ფორმებს. თავიდან ამ წერილებზე მეტირებოდა, ძალიან ცუდად ვიყავი ამის გამო. ყველაფერს ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე უტაქტო, ცუდი მესიჯი, რას ჭამს ეს გოგო ამისთანას და რამდენს ჭამსო. არ ვჭამ, მაგრამ რომც ვჭამდე, მერე რა? რატომ გასივდა? ბზიკმა უკბინა?